Monday, April 4, 2011

სტატისტიკა და ისტორია


სტატისტიკა

    კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.

ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.

კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.


                                                                  

                                                       
                                                            ისტორია
                   
 სტრუქტურა შენდებოდა 1887 - 1989 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.

შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშეა - პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა სჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.

თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აღებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება.
 

პიზის კოშკი


    პიზა – ქალაქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პიზის კოშკი არის საკათედრო ტაძრის ზარების კოშკი. მისი მშენებლობა დაიწყო 1173 წლის აგვისტოში და გაგრძელდა დაახლოებით ორასი წელი, მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია. პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. პიზის კოშკი რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გადახრილია მსოფლიოში. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შტამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.
http://ka.wikipedia.org

ლეონარდო დავინჩის-მონალიზა



    ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“. მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.

http://ka.wikipedia.org